Thursday, April 21, 2016
მე-9 დღე
დღევანდელ დღეს გავიხსენეთ რაზე ვმუშაობდით ტრენინგის განმავლობაში. შევაჯამეთ რა იყო ახალი ჩვენთვის და როგორ უნდა შევუსაბამოთ ჩვენს პროექტს მიღებული ინფორმაციები.
მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები. მივეცით და მივიღეთ უკუკავშირები. საინტერესო იყო ასეთი მიდგომა, ვინაიდან პირადად მე უკეთ დავინახე ,თუ რა მაქვს შესასწორებელი ,ან რა მაქვს დასამატებელი ჩემს პროექტში.
მადლობას გიხდით, იმ დაუღალავი შრომისთვის, რასაც ჩვენი ინფორმაციულობისათვის იჩენდით.

Tuesday, April 19, 2016
მე-8 დღე
დღევანდელი დღე დატვირთული იყო ინფორმაციების დახარისხების მიზნით. გავიაზრეთ რაში გვეხმარება დიფერენცირება სწავლების პერიოდში და როგორ გამოვიყენოთ ის სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეებთან. მომეწონა აქტივობები, თუმცა ვშიშობ როგორ მოვარგებ ჩემს მოსწავლეებს.
გავეცანი შაბლონებს,რომელსაც გამოვიყენებ დამხმარე ხარაჩოდ მოსწავლეებთან მუშაობისას.
ვნახე ჯგუფის წევრის პროექტის პრეზენტაცია, სადაც გავაკეთე კომენტარი.
გავეცანი თუ როგორ იწერება რეფლექსია ,მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ მაინც ვერ გავართვი თავი.

Thursday, April 14, 2016
მეშვიდე დღე
დღეს დავჯგუფდით და შევუფასეთ ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევრები. გავაკეთეთ კომენტარები.ჩამოვაყალიბეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები. დავგეგმე ჩემი პროექტისთვის დროში გაწერილი შეფასება.
Tuesday, April 12, 2016
მეექვსე დღე
დღეს ვიმუშავე მოსწავლის ნამუშევრის შექმნაზე. უნდა გავითვალისწინო და სწორად წარვმართო მუშაობის პროცესები. მოსწავლეს უნდა მივუთითო სად შეძლებს ინფორმაციის მოძიებას, საჭირო სურათების მოძიება და სლაიდის აწყობა.
Thursday, April 7, 2016
მეხუთე დღე
დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი იყო ჩემთვის.ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროექტში. ვისაუბრეთ და განვიხილეთ რა არის საავტორო უფლება, როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები. როგორ შევიდეთ ვებ გვერდებზე და მივაწოდოთ მოსწავლეებს გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია.ვიმუშავე პავერ პოინტში, ავაწყვე სლაიდი პრეზენტაციისთვის .
დღევანდელ ცოდნას გამოვიყენებ და მოსწავლეებსაც მივაწვდი რომელ ვებ გვერდებს ესტუმრონ და როგორ დაიცვან სხისი და საკუთარი საავტორო უფლებები.
კითხვა ამწუთისთვის არ გამჩენია. უბრალოდ მინდა კარგად გავაკეთო ყველაფერი.

Tuesday, April 5, 2016
მეოთხე დღე
დღევანდელი დღე დატვირტული და ნაყოფიერი იყო ჩემთვის. ვისწავლე გეგმაში სტანდარტებისა და მიზნების მიხედვით პროექტის პროდედურების განსაზღვრა. სქემის - " ვიცი,მინდა ვიცოდე ," წინარე ცოდნის შეფასებისთვის როგორ გამოვიყენო. ეს საშუალებას მაძლევს მოსწავლე გადავიყვანო მეორე ფაზაზე.
Subscribe to:
Posts (Atom)