Thursday, April 21, 2016

მე-9 დღე

დღევანდელ  დღეს  გავიხსენეთ  რაზე  ვმუშაობდით ტრენინგის განმავლობაში. შევაჯამეთ  რა  იყო  ახალი  ჩვენთვის  და  როგორ  უნდა  შევუსაბამოთ  ჩვენს  პროექტს მიღებული  ინფორმაციები.
მოვისმინეთ  ჯგუფის  წევრების  პრეზენტაციები. მივეცით  და  მივიღეთ  უკუკავშირები. საინტერესო  იყო  ასეთი  მიდგომა, ვინაიდან  პირადად მე  უკეთ  დავინახე  ,თუ რა  მაქვს  შესასწორებელი ,ან  რა  მაქვს  დასამატებელი  ჩემს  პროექტში.
მადლობას   გიხდით, იმ  დაუღალავი შრომისთვის,   რასაც  ჩვენი  ინფორმაციულობისათვის  იჩენდით.


Tuesday, April 19, 2016

მე-8 დღე

დღევანდელი  დღე  დატვირთული იყო  ინფორმაციების  დახარისხების  მიზნით. გავიაზრეთ  რაში  გვეხმარება  დიფერენცირება  სწავლების  პერიოდში  და  როგორ  გამოვიყენოთ  ის  სხვადასხვა  შესაძლებლობის  მოსწავლეებთან. მომეწონა  აქტივობები, თუმცა  ვშიშობ  როგორ  მოვარგებ  ჩემს  მოსწავლეებს.
გავეცანი  შაბლონებს,რომელსაც  გამოვიყენებ დამხმარე ხარაჩოდ  მოსწავლეებთან მუშაობისას.
ვნახე  ჯგუფის წევრის  პროექტის პრეზენტაცია, სადაც გავაკეთე  კომენტარი.
გავეცანი  თუ  როგორ  იწერება  რეფლექსია  ,მაგრამ   ჩემდა  სამწუხაროდ  მაინც  ვერ  გავართვი თავი.

Thursday, April 14, 2016

მეშვიდე დღე

დღეს    დავჯგუფდით  და  შევუფასეთ  ერთმანეთს  მოსწავლის  ნამუშევრები. გავაკეთეთ  კომენტარები.ჩამოვაყალიბეთ  მოსწავლის  ნამუშევრის შეფასების  კრიტერიუმები.  დავგეგმე  ჩემი  პროექტისთვის  დროში  გაწერილი  შეფასება.

პროექტის პრეზენტაცია

Tuesday, April 12, 2016

მეექვსე დღე

დღეს  ვიმუშავე  მოსწავლის   ნამუშევრის  შექმნაზე. უნდა  გავითვალისწინო და   სწორად  წარვმართო   მუშაობის პროცესები. მოსწავლეს  უნდა  მივუთითო სად  შეძლებს  ინფორმაციის  მოძიებას, საჭირო  სურათების  მოძიება  და  სლაიდის  აწყობა.

Thursday, April 7, 2016

მეხუთე დღე

დღევანდელი დღე მეტად  ნაყოფიერი  იყო  ჩემთვის.ვისაუბრეთ  როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები  სასწავლო   პროექტში. ვისაუბრეთ  და  განვიხილეთ  რა  არის   საავტორო  უფლება, როგორ დავიცვათ  საავტორო უფლებები. როგორ შევიდეთ ვებ გვერდებზე და მივაწოდოთ  მოსწავლეებს  გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია.ვიმუშავე  პავერ პოინტში, ავაწყვე  სლაიდი პრეზენტაციისთვის .
დღევანდელ  ცოდნას  გამოვიყენებ  და  მოსწავლეებსაც მივაწვდი რომელ ვებ გვერდებს ესტუმრონ და როგორ დაიცვან სხისი და საკუთარი  საავტორო  უფლებები.
კითხვა  ამწუთისთვის  არ  გამჩენია. უბრალოდ  მინდა  კარგად  გავაკეთო  ყველაფერი.